ტურიზმის სფეროოში დასაქმებულ მძღოლთა ასოციაცია
გრ.ლორთქიფანიძის 94.
LogiCorp Solutions, 456 Supply Chain Blvd, Warehouse #7, Chicago, IL, 60601
Interior design is the art and science of enhancing the interiors.
ასოციაცია დაარსდა 2024 წლის თებერვალში და მიზნად ისახავს ტურისტული სატრანსპორტო მომსახურების განვითარებას, მძღოლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათი ინტერესების დაცვას.
ასოციაცია უზრუნველყოფს მძღოლებისთვის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესს. წევრებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები საერთაშორისო რეგულაციებში, ეროვნული კანონმდებლობის საფუძვლებში და დაეუფლონ საუკეთესო პრაქტიკებს, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ზრდის ტურისტულ სექტორში.
უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია! მძღოლები გადიან სპეციალურ ტრენინგებს პირველადი სამედიცინო დახმარების, საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებისა და ეთიკური ქცევის ნორმების მიმართულებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, უზრუნველყონ უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა ტურისტებისთვის.
ასოციაცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებული მძღოლების უფლებები იყოს დაცული. ჩვენ ვეხმარებით მათ დასაქმების პროცესში, ვუჭერთ მხარს მათ სოციალურ და პროფესიულ ინტერესებს და ვცდილობთ, შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები.
ასოციაცია ხელს უწყობს ტურისტული ბაზრის განვითარებას, საზოგადოებაში ტურიზმის ცნობიერების ამაღლებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მძღოლების კვალიფიკაციის გაუმჯობესებას.
ხელს უწყობს ტურისტული ბაზრის განვითარებას და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
ტურიზმის სფეროს მნიშვნელობის პოპულარიზაცია და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება.
თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს „სამარიტელთა კავშირის“ ორგანიზაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროში დასაქმებული მძღოლების ტრენინგებსა და შესაბამისი სერტიფიკატების მიღებას.
✅ პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს
✅ უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს
Adding {{itemName}} to cart
Added {{itemName}} to cart