ასოციაციის შესახებ
საქართველოს ტურისტული მძღოლების ასოციაცია წარმოადგენს პროფესიულ გაერთიანებას, რომლის მთავარი მიზანია ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლება, მძღოლების პროფესიული სტანდარტების ერთიან სისტემაში მოქცევა და ქვეყნის ტურიზმის სექტორის განვითარებაში წვლილის შეტანა.ასოციაცია მუშაობს როგორც გამოცდილ, ასევე ახალ მძღოლებთან, რომლებიც ტურისტულ სექტორში საქმიანობენ — სედანით, მინივენით, სპრინტერით, ავტობუსით ან ჯიპით მომსახურების მიმართულებით.
ჩვენი მიზანია: უსაფრთხო, პროფესიონალური, კულტურული და სერვისზე ორიენტირებული მძღოლების განვითარება, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ხარისხზე და იმიჯზე.
ტრეინინგები და გადამზადების პროგრამები:
ასოციაცია სისტემატურად ახორციელებს პროფესიულ ტრეინინგებს, რომლებიც მოიცავს:
-ტრანსპორტის უსაფრთხოებას;
-სატრანსპორტო მომსახურების სტანდარტებს;
-ქვეყნის ტურისტული მარშრუტებისა და საინფორმაციო ცოდნის გაღრმავებას;
-კომუნიკაციას ტურისტებთან;
-ქცევის ეთიკასა და პროფესიულ კულტურას.
ტრეინინგები გათვლილია როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ მძღოლებზე და სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს ტურისტული მომსახურების სფეროში.
სერთიფიცირება 2025 წლიდან
2025 წლის იანვრიდან ასოციაციამ წარმატებით დაიწყო ტრეინინგების და მძღოლების სერთიფიცირების პროცესი, რომელიც აქტიურად გრძელდება.
სერთიფიცირების მიზანია:
-მძღოლების პროფესიული კვალიფიკაციის ოფიციალურად დადასტურება სერთიფიკატით..
-უსაფრთხოების, სერვისის და ტურისტული სტანდარტების შესაბამისობა;
-ტურისტული კომპანიებისთვის სანდო და გადამზადებული პარტნიორი მძღოლების მიწოდება.
სერთიფიცირებული მძღოლები ზრდიან ტურისტული კომპანიების მომსახურების ხარისხს, ხოლო შედეგად — მიმზიდველობასა და ტურების გაყიდვების მაჩვენებელს.


































Just hopped on donaldbetcasino the other day, and gotta say, it’s pretty slick! Good selection of games, and the interface is super easy to navigate. Fingers crossed my luck holds out!